1. ამ დებულების მიზანია ხელი შეუწყოს მიკრობანკების გაკოტრების რისკების შემცირებასა და მთლიანი საბანკო სექტორის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორში ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ფუნქციონირება, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
2. მიკრობანკების საქმიანობის ზედამხედველობის მთავარი ბერკეტია მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი.
3. ამ დებულებით დგინდება მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისათვის და უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალისთვის და შვილობილი მიკრობანკისთვის (შემდგომში – მიკრობანკი).
4. ამ დებულებით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები ეფუძნება სამ „პილარს“, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, მიკრობანკმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებითა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაციითა და 2013/36/EU დირექტივით