1. ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და მე-15 და მე-16 მუხლით განსაზღვრულ პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერებთან ერთად, ეროვნული ბანკი ყველა მიკრობანკისათვის ადგენს კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნას.
2. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი დგინდება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი რისკის პოზიციების 0%-დან 2.5%-მდე შუალედის ფარგლებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი გარემოებებით, შესაძლებელია კონტრციკლური კაპიტალის განაკვეთი აღემატებოდეს 2.5%-ს. ბუფერის ცვლილება უნდა მოხდეს 0.25 პროცენტული პუნქტით ან მისი ჯერადით.
3. კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი გადაიხედება ყოველკვარტალურად და მისი დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორიცაა, სესხების მშპ-სთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მახასიათებლები, შინამეურნეობებისა და კომპანიების ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლები და სხვა.
4. მიკრობანკებმა კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის მოთხოვნა უნდა დაიცვან კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის განაკვეთის ზრდის შემთხვევაში მისი გაზრდიდან 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნტში მოყვანილი გარემოებებით, შესაძლებელია გაზრდილი კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის ამოქმედების ვადა ნაკლები იყოს 1 წელზე.
5. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სადაც სულ მცირე წარმოდგენილი უნდა იყოს კონტრციკლური ბუფერის დადგენილი განაკვეთი, მისი ამოქმედების ვადა და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი