1. ეროვნული ბანკი განიხილავს მიკრობანკების მიერ დანერგილი ღონისძიებების, სტრატეგიების, პროცესებისა და მექანიზმების ამ დებულებასთან  შესაბამისობასა და აფასებს მიკრობანკების რისკებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ ფარგლებში.

2 ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული განხილვისა და შეფასების პროცესზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი ადგენს, რამდენად უზრუნველყოფს მიკრობანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, სტრატეგიები, პროცესები და მექანიზმები, ასევე, მფლობელობაში არსებული საზედამხედველო კაპიტალი მიკრობანკის რისკების ჯანსაღ მართვასა და მიკრობანკის წინაშე არსებული რისკების სათანადოდ მიტიგაციის შესაძლებლობას.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული განხილვისა და შეფასების პროცესის პერიოდულობასა და ინტენსიურობას ეროვნული ბანკი განსაზღვარავს მიკრობანკის ზომის, ტიპის, კომპლექსურობისა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე დაყრდნობი