1. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ან ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში გამოვლენილ რისკებზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მიკრობანკს მოსთხოვს სათანადო ზომების მიღებას. აღნიშნული მიზნებისათვის ეროვნულ ბანკს შუძლია მიიღოს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომები, მათ შორის, მიკრობანკს დაავალდებულოს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ დონეზე მეტი საზედამხედველო კაპიტალის ფლობა პილარ 2-ის ფარგლებში.
2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული ბუფერები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
ა) წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი ამ მუხლის შესაბამისად;
ბ) საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი ამ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად.
3. პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერების მოთხოვნების დაწესებისა და გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე რისკისთვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნა.
4. მიკრობანკები ვალდებული არიან ბიზნესსაქმიანობისა და კაპიტალის დაგეგმვის პროცესებში გაითვალისწინონ პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნები მათი ამოქმედების პერიოდულობის შესაბამისად და მიიღონ ყველა ზომა მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკი მიკრობანკებს უწესებს წმინდა GRAPE ბუფერის მოთხოვნას პილარ 2-ის ფარგლებში.
6. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესების მიზანია კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში იდენტიფიცირებული იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს ამ დებულებით განსაზღვრული პილარ 1-ის კაპიტალის ბუფერები.
7. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესებისას გაითვალისწინება რისკის კატეგორიების მიხედვით შეფასებული ინჰერენტული რისკები და შესაბამისი მიტიგანტები.
8. წმინდა GRAPE ბუფერის ფარგლებში მიკრობანკისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკრობანკის გეგმებს რისკის პროფილის შემცირების კუთხით, სტრესულ სიტუაციაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის უნარს, მიკრობანკის მიერ დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების გამართულ პროცესსა და მისი განვითარების გეგმას.
9. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესება შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს მიკრობანკის საერთო რისკის შეფასება, თუ ცალკეული რისკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.
10. წმინდა GRAPE ბუფერი ექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურად, ხოლო საბანკო სექტორში ან მიკრობანკში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად, აღნიშნული ბუფერი შესაძლოა შეიცვალოს უფრო ხშირი ინტენსივობი