1. თითოეული რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნოს რისკის პოზიციის შემდეგი კლასებიდან ერთ-ერთს:
ა) უპირობო და პირობითი მოთხოვნები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ;
ბ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ;
გ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები საჯარო დაწესებულებების მიმართ;
დ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ;
ე) უპირობო და პირობითი მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ;
ვ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ;
ზ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ;
თ) უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნები;
ი) უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით;
კ) ვადაგადაცილებული სესხები;
ლ) მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები;
მ) მოკლევადიანი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ;
ნ) მოთხოვნები კოლექტიური ინვესტიციების სახით;
ო) სხვა ერთეულები.
2. მიკრობანკებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და კლასიფიკაციას. რისკის პოზიციების კლასიფიკაციის პოლიტიკაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის კლასის მიკუთვნებისათვის, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს. შემდგომი რიგის პრიორიტეტი ენიჭება ვადაგადაცილებული სესხების კლასს. დარჩენილი რისკის პოზიციებიდან პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე დაბალი რისკის წონის მქონე კლასს. რისკის პოზიცია შეიძლება გაიყოს სხვადასხვა რისკის კლასება