1. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დასათვლელად უნდა მოხდეს ყველა რისკის პოზიციისთვის წონის მინიჭება ამ დებულების XI თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საზედამხედველო კაპიტალიდან დაქვითვა. რისკის წონის მინიჭება ხდება რისკის პოზიციის კლასისა და კრედიტის ხარისხის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დებულების XI თავის 36–ე-49-ე მუხლებით. კრედიტის ხარისხი შეიძლება დადგინდეს საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (შემდგომში – სშგი) საკრედიტო შეფასებაზე დაყრდნობით ამ დებულების 22-ე, 23-ე, 51-ე და 52-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რისკის წონის მისანიჭებლად რისკის პოზიციის ღირებულება უნდა გამრავლდეს ამ თავის მიხედვით განსაზღვრულ და მითითებულ რისკის წონაზე.
3. უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შემთხვევაში მისანიჭებელი წონა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების XIII თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი საზედამხედველო კაპიტალიდან დაქვითვ