1. მე-12 მუხლის მიხედვით რისკის პოზიციის რისკის წონის დასადგენად შეიძლება გამოყენებული იქნას სშგი–ების საკრედიტო შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინსტიტუტი ამ მიზნებისთვის აღიარებულია ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში –აღიარებული სშგი).
2. მე-13 მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სშგი–ს აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი შეფასების მეთოდოლოგია აკმაყოფილებს ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, უწყვეტი განხილვისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ხოლო მის მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასებები აკმაყოფილებს სანდოობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
3. ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სშგი–ების სია საჯაროა და განთავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზ