1. გამსესხებელი კომერციული ბანკების მიერ გამოყენებული კრედიტის უზრუნველყოფის მექანიზმები, შესაბამისი ქმედებები და მათთან დაკავშირებული დანერგილი პროცედურები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ მიტიგაციას, რომელიც არის სავალდებულო ძალის მქონე და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი.

2. გამსესხებელი კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყოს კრედიტის უზრუნველყოფის ეფექტიანობა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

3. იმისათვის, რომ მოხდეს კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება,  გამოყენებული აქტივები უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური, ხოლო დროის განმავლობაში მათი ღირებულება საკმარისად სტაბილური, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას ნებადართულ ფარგლებში უზრუნველყოფის აღიარებამ განაპირობოს შესაბამისი რწმუნება საკრედიტო რისკის შემცირების შესახებ. ნებადართული ინსტრუმენტები განისაზღვრება ამ დებულების 51–ე– 53–ე მუხლებით.

4. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში გამსესხებელ კომერციულ ბანკს უფლება უნდა ჰქონდეს, მოვალის დეფოლტის შემთხვევაში, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების დროული რეალიზაცია და/ან დასაკუთრება. უზრუნველყოფაში არსებული აქტივის ღირებულებასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია.

5. იმისათვის, რომ მოხდეს კრედიტის დაუფინანსებელ უზრუნველყოფად აღიარება, უზრუნველყოფის მიმწოდებელი უნდა იყოს საკმარისად საიმედო, ხოლო უზრუნველყოფის ხელშეკრულება – სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისა და ნებადართული რაოდენობით აღიარებისთვის გამოყენებული მეთოდით მიღებული იქნას შესაბამისი რწმუნება კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ. ნებადართული უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და უზრუნველყოფის მიმწოდებლები განისაზღვრება/შემოიფარგლება ამ დებულების  51–ე – 53–ე მუხლებით.

6.  კრედიტის უზრუნველყოფად აღიარებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს ამ დებულების  54–ე– 56–ე მუხლებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნებ