1. გამსესხებელი მიკრობანკების მიერ გამოყენებული კრედიტის უზრუნველყოფის მექანიზმები, შესაბამისი ქმედებები და მათთან დაკავშირებული დანერგილი პროცედურები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ მიტიგაციას, რომელიც არის სავალდებულო ძალის მქონე და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი.
2. გამსესხებელი მიკრობანკი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყოს კრედიტის უზრუნველყოფის ეფექტიანობა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
3. კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარებისთვის, გამოყენებული აქტივები უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური, ხოლო დროის განმავლობაში მათი ღირებულება საკმარისად სტაბილური, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას ნებადართულ ფარგლებში უზრუნველყოფის აღიარებამ განაპირობოს შესაბამისი რწმუნება საკრედიტო რისკის შემცირების შესახებ. ნებადართული ინსტრუმენტები განისაზღვრება ამ დებულების 54-ე და 55-ე მუხლებით.
4. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში გამსესხებელ მიკრობანკს უფლება უნდა ჰქონდეს, მოვალის დეფოლტის შემთხვევაში, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების დროული რეალიზაცია და/ან დასაკუთრება. უზრუნველყოფაში არსებული აქტივის ღირებულებასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია.
5. კრედიტის დაუფინანსებელ უზრუნველყოფად აღიარებისთვის, უზრუნველყოფის მიმწოდებელი უნდა იყოს საკმარისად საიმედო, ხოლო უზრუნველყოფის ხელშეკრულება – სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისა და ნებადართული რაოდენობით აღიარებისთვის გამოყენებული მეთოდით მიღებულ იქნეს შესაბამისი რწმუნება კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ. ნებადართული უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და უზრუნველყოფის მიმწოდებლები განისაზღვრება/შემოიფარგლება ამ დებულების 54-ე და 55-ე მუხლებით.
6. კრედიტის უზრუნველყოფად აღიარებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს ამ დებულების 56-ე-58-ე მუხლებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნებ