კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის მომწოდებლად შეიძლება ჩაითვალოს:
ა) ცენტრალური მთავრობები და ცენტრალური ბანკები;
ბ) რეგიონული მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობები;
გ) მრავალმხრივი განვითარების ბანკები;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების VI თავის მიხედვით შეიწონება 0% რისკის წონით;
ე) საჯარო დაწესებულებები, რომელთა მიმართ მოთხოვნები ამ დებულების VI თავის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ განიხილება, როგორც მოთხოვნები მიკრობანკებისა და ცენტრალური მთავრობების მიმართ;
ვ) კომერციული ბანკები და მიკრობანკები;
ზ) სხვა კორპორატიული პირები, მათ შორის, მიკრობანკის მშობელი კომპანია, შვილობილი და მონათესავე საწარმო, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია საკრედიტო შეფასება ამ დებულების VI თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და საკრედიტო ხარისხი კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეწონვის წესით შეესაბამება მე-2 ან უკეთეს ბიჯ