1. ამ თავის მიზნებისათვის გამსესხებელი მიკრობანკი არის მიკრობანკი, რომელიც ფლობს რისკის პოზიციებს მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიციები წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან.

2. ამ დებულების მე-8-მე-10 მუხლების მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას მიკრობანკებს, რომლებიც ამ დებულების VI თავის შესაბამისად იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს, შეუძლიათ გამოიყენონ ამ თავში აღწერილი საკრედიტო რისკის მიტიგაციის დებულებები