1. რისკის პოზიციები, რომლებიც ასოცირდება განსაკუთრებით მაღალ რისკთან, როგორიცაა  ინვესტიციები ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში მაქსიმუმ 10%-იანი წილის ფლობით, ან  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა მაღალი რისკის მატარებელი რისკის პოზიციები, უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით.

2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ნება დართოს მიკრობანკს, რისკის ის პოზიციები, რომლებიც არ იმყოფება ვადაგადაცილებაში, შეწონოს 100% რისკის წონით, თუ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) 20%-ზე ნაკლები არ არის.

3. იჯარით გაცემის მიზნით საკუთრებაში არსებული ქონება უნდა შეიწონოს 250 % რისკის წონი