1. რისკის პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების №1 დანართის მე-4 ცხრილის მიხედვით სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
2. იმ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ნომინირებული სშგი-ების საკრედიტო შეფასებები ხელმისაწვდომი არაა, უნდა მიენიჭოთ 100% რისკის წონასა და ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი.
3. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კორპორატიული კლიენტების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა გარე შეფასებების მხედველობაში მიღების გარეშ