1. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 100%-ით.

2. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით, იმ ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასებები, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების N1 დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

3. ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიმართ  ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული  რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0%-ით