1. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციებს საჯარო დაწესებულებების მიმართ უნდა მიენიჭოს 100% რისკის წონა, თუ მოცემული რისკის პოზიცია უკვე არ არის კლასიფიცირებული რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების კლასში.
2. გამონაკლის შემთხვევებში, საჯარო დაწესებულებების მიმართ რისკის პოზიციებს უნდა მიენიჭოს ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციებისათვის მინიჭებული რისკის წონები თუ ეროვნული ბანკი თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული რისკის პოზიციების რისკებს შორის განსხვავება ცენტრალური მთავრობის მიერ გაცემული გარანტიების არსებობიდან გამომდინარე. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც შეიწონება ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ.
3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საჯარო დაწესებულებების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონ