1. დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის გამოშვებული და განაღდებული;
ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორების,  არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისა და კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალის მიმართ;
გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს კომერციული ბანკის კრედიტორებთან მიმართებაში;
დ) არის უვადო, საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს სხვა რაიმე მოტივაცია დაფარვისათვის;
ე) ის შეიძლება გამოთხოვილი იქნას ინსტრუმენტის გამომშვების მიერ გამოშვებიდან მხოლოდ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ:
ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან;
ე.ბ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი;
ე.გ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის შემოსავლის მასშტაბებს, ან კომერციულ ბანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში, კომერციული ბანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს.
ვ) ძირი თანხის (მაგ: გამოსყიდვის ან დაფარვის გზით) გადახდისათვის საჭირო უნდა იყოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა, ამასთან, კომერციულმა ბანკმა არ უნდა ჩათვალოს ან შექმნას ბაზარზე ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების მოლოდინი;
ზ) დივიდენდის/კუპონის გადახდის შეჩერების უფლებამოსილება:
ზ.ა) კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს თანხის განაწილების/გადახდის შეჩერების სრული უფლებამოსილება;
ზ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის შეჩერება არ უნდა იყოს დეფოლტის გამომწვევი მიზეზი;
ზ.გ)  კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს სრული წვდომა შეჩერებულ გადახდებზე, რათა დაფაროს სხვა დავალიანება მისი დაფარვის ვადის დადგომისას;
ზ.დ) განაწილების/გადახდების შეჩერებამ კომერციულ ბანკს არ უნდა შეუქმნას შეზღუდვები, გარდა ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერებისათვის გადასახდელ წილთან მიმართებაში.
თ) დივიდენდები/კუპონები გადახდილი უნდა იქნას განაწილებადი ელემენტებიდან;
ი) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;
კ) ინსტრუმენტი არ შეიძლება იყოს იმ ვალდებულებების ნაწილი, რომელიც აჭარბებს აქტივებს;
ლ) ინსტრუმენტს, რომელიც ბუღალტრული მიზნებისთვის კლასიფიცირდება  ვალდებულებად, უნდა შეეძლოს ზარალის დაფარვა წინასწარ განსაზღვრულ ამოქმედების მომენტში ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის ან ჩამოწერის მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ზარალს ფარავს მოცემული ინსტრუმენტი. ჩამოწერას ექნება შემდეგი ეფექტები:
ლ.ა) ინსტრუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემცირება ლიკვიდაციის დროს;
ლ.ბ) გამოთხოვის უფლების გამოყენების დროს გადასახდელი თანხის შემცირება;
ლ.გ) ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ კუპონის/დივიდენდის გადახდის ნაწილობრივ ან მთლიანად შემცირება.
მ) კომერციულ ბანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც კომერციულ ბანკს აქვს კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ აქვს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კომერციულ ბანკს არ აქვს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია;
ნ) ინსტრუმენტს არ უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს შეუშლის რეკაპიტალიზაციას, როგორიცაა მაგალითად, განსაზღვრულ დროში ახალი ინსტრუმენტის უფრო დაბალ ფასად გამოშვების შემთხვევაში  ინვესტორის ანაზღაურების ვალდებულებებ