ნებისმიერი ახლად გამოშვებული ინსტრუმენტის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე კომერციულ ბანკს სჭირდება ეროვნული ბანკის დასტური. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ თავის შესაბამის მუხლებში მითითებულ კრიტერიუმებთან