1. საოპერაციო რისკისთვის სტანდარტიზებული მეთოდის გამოყენების  შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა დაყონ თავიანთი საქმიანობები რამდენიმე ბიზნეს ხაზად ამ დებულების 61–ე მუხლის შესაბამისად.

2. თითოეული ბიზნეს ხაზისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა დათვალოს საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკის მიმართ, როგორც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდაკატორების პროცენტი ამ დებულების 61–ე მუხლში.

3. სტანდარტიზებული მეთოდით დათვლილი საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკის მიმართ შედგება თითოეული ბიზნეს ხაზის მიხედვით გაანგარიშებული საჭირო ინდივიდუალური კაპიტალის მოთხოვნების ჯამისგან.

4. სტანდარტიზებული მეთოდის მოთხოვნებისა და საჭირო პარამეტრების აღწერა მოცემულია ამ დებულების 61–ე მუხლში.

5. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნების სტანდარტიზებული მეთოდით დათვლისათვის კომერციული ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 61–ე მუხლის მოთხოვნებს.
თავი X
კომერციული ბანკების შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი (II პილარი.