1. ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო რისკში ჩაითვლება მხოლოდ სავალუტო რისკი.
2. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიცია უდრის „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ განსაზღვრულ კრებსით საერთო ღია სავალუტო პოზიციას.