1. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ამ დებულების 32–ე – 45–ე მუხლებში მითითებულ საკრედიტო შეფასების თუ რომელ ბიჯს შეესაბამება აღიარებული          სშგი–ს საკრედიტო შეფასებები.

2. კომერციული ბანკის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას გამოყენებული სშგი–ების მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 46-ე – 49–ე მუხლებით გასაზღვრულ მოთხოვნებს. საკრედიტო შეფასება არ უნდა ხდებოდეს შერჩევით.

3. კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ დაკვეთილი საკრედიტო შეფასებები.  ეროვნული ბანკის ნებართვით მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არადაკვეთილი საკრედიტო შეფასებები.
თავი V
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. საკრედიტო რისკის მიტიგაცია (I პილარ