1. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ამ დებულების XI თავის მითითებულ საკრედიტო შეფასების თუ რომელ ბიჯს შეესაბამება აღიარებული სშგი-ს საკრედიტო შეფასებები ამ დებულების დანართი №2-ის შესაბამისად.

2. მიკრობანკის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას გამოყენებული სშგი-ების მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 24 – 27–ე მუხლებით გასაზღვრულ მოთხოვნებს. საკრედიტო შეფასება არ უნდა ხდებოდეს შერჩევით.

3. მიკრობანკებმა უნდა გამოიყენონ დაკვეთილი საკრედიტო შეფასებები. ეროვნული ბანკის ნებართვით მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არადაკვეთილი საკრედიტო შეფასებებ