1. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოკლევადიანი აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების შეწონვისათვის, რომლებიც წარმოადგენენ რისკის პოზიციებს  მიკრობანკებისა და კორპორატიული კლიენტების მიმართ.

2. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ერთეულებზე, რომლებზეც ეს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება ვრცელდება და არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა ერთეულებისათვის რისკის წონის მინიჭებისას, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ორი შემთხვევისა:

ა) თუ მოკლევადიანი რეიტინგის მქონე ინსტრუმენტს შეესაბამება 150% რისკის წონა, მაშინ აღნიშნული კონტრაგენტის მიმართ ყველა შეფასების არმქონე არაუზრუნველყოფილი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს ასევე 150% რისკის წონით;

ბ)  თუ მოკლევადიანი რეიგინტის მქონე ინსტრუმენტს შეესაბამება 50% რისკის წონა, მაშინ შეფასების არმქონე მოკლევდიან რისკის პოზიციებს მოცემული კონტრაგენტის მიმართ არ უნდა მიენიჭოს 100%-ზე დაბალი რისკის წონ