1. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასებები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ მოკლევადიანი აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების შეწონვისათვის, რომლებიც წარმოადგენენ რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და კორპორატიული კლიენტების მიმართ.
2. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ერთეულებზე, რომლებზეც ეს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება ვრცელდება და არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა ერთეულებისათვის რისკის წონის მინიჭებისას.
3. თუ მოკლევადიან ინსტრუმენტს შეესაბამება 150% რისკის წონა, მაშინ აღნიშნული კონტრაგენტის მიმართ ყველა შეფასების არმქონე არაუზრუნველყოფილი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს ასევე 150% რისკის წონით.
4. თუ მოკლევადიან ინსტრუმენტს შეესაბამება 50% რისკის წონა, მაშინ შეფასების არმქონე რისკის პოზიციებს მოცემული კონტრაგენტის მიმართ არ უნდა მიენიჭოს 100%–ზე დაბალი რისკის წონ