1. ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.
2. რისკის პოზიციებს საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია სშგი–ის საკრედიტო შეფასება, უნდა მიენიჭოს რისკის წონები N1 დანართის მე–6 ცხრილის მიხედვით სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
3. როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კოლექტიურ საინვესტიციო სქემებში პოზიცია დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკებთან, რისკის წონა უნდა განისაზღვროს 150%–ი