1. კომერციულ ბანკს შეუძლია ერთი  ან ერთზე მეტი აღიარებული სშგი–ის ნომინირება აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების რისკის წონის განსაზღვრაში გამოყენებისათვის.

2. თუ კომერციული ბანკი აირჩევს კონკრეტული აღიარებული სშგი–ის გამოყენებას რისკის პოზიციების გარკვეული კლასისთვის, მან მისი საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს ამ კლასში შემავალი ყველა რისკის პოზიციის მიმართ.

3. თუ კომერციული ბანკი გადაწყვეტს რომელიმე კონკრეტული აღიარებული სშგი–ის საკრედიტო შეფასების გამოყენებას, მაშინ მან იგივე საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს მუდმივად და თანმიმდევრულად.

4. კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ იმ სშგი–ების შეფასებები, რომლებიც ითვალისწინებს მთლიან თანხას, როგორც ძირს, ასევე დარიცხულ პროცენტს.

5. თუ რომელიმე შესაფასებელი ერთეულისათვის არსებობს მხოლოდ ერთი ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება,  მაშინ იგი გამოიყენება ამ ერთეულის რისკის წონის განსაზღვრისათვის.

6. თუ არსებობს ნომინირებული სშგი–ების ორი საკრედიტო შეფასება, რომლებიც  შეესაბამება განსხვავებული რისკის წონებს შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება უმაღლესი რისკის წონა.

7. თუ არსებობს ორზე მეტი საკრედიტო შეფასება ნომინირებული სშგი–ების მიერ შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება  ის ორი მათგანი, რომლებიც შეესაბამებიან უმცირეს რისკის წონებს. თუ ეს ორი უმცირესი რისკის წონა ერთმანეთისგან განსხვავებულია, გაითვალისწინება მათ შორის უდიდესი და თუ ისინი ერთმანეთის ტოლია, აიღება თავად ეს რისკის წონ