1. ნებადართულია კომერციულ ბანკსა და კონტრაგენტს შორის არსებული ორმხრივი საბალანსო მოთხოვნების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვა.

2. ურთიერთგაქვითვას ექვემდებარება მხოლოდ კომერციულ ბანკსა და კონტრაგენტს შორის ორმხრივი ფულადი სახსრების საბალანსო ერთეულები.

3. მხოლოდ გამსესხებელი კომერციული ბანკის სესხები და დეპოზიტები შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებას რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხის დათვლისას.

4. ნებადართულია უზრუნველყოფის შემდეგი სახეების კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება:

ა)ფინანსური უზრუნველყოფის შემდეგი სახეები:
ა.ა) გამსესხებელ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტები.
ა.ბ) ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების, რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, საჯარო დაწესებულებების, მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემდეგი ჯგუფი:
ა.ბ.ა) ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე–4 ან უკეთეს ბიჯს;
ა.ბ.ბ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამ დებულების IV თავის მიხედვით შეიწონება იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციების ანალოგიურად, რომლის იურისდიქციაშიც ისინი დაარსდნენ;
ა.ბ.გ) საჯარო დაწესებულებების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამ დებულების 34–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით შეიწონება ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციების ანალოგიურად;
ა.ბ.დ) მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ამ დებულების IV თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა;
ა.ბ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ამ დებულების IV თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა.
ა.გ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, საჯარო დაწესებულებებისა და მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემდეგი მეორე ჯგუფი:
ა.გ.ა) კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს;
ა.გ.ბ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები გარდა იმ ფასიანი ქაღალდებისა, რომლებიც ამ დებულების IV თავის მიხედვით  განიხილება იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციად, რომლის იურისდიქციაშიც ისინი დაარსდნენ;
ა.გ.გ) მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები გარდა იმ ფასიანი ქაღალდებისა, რომელთაც ამ დებულების IV თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა.
ა.დ) სხვა იურიდიული პირების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეწონვის წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს;
ა.ე) სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სშგი–ს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება და რომლის საკრედიტო ხარისხი მოკლევადიანი რისკის პოზიციების შეწონვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს;
ა.ვ) წილი კაპიტალში ან კონვერტირებადი ობლიგაციები (რომელიც არ არის ემიტირებული გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ), რომლებიც შედის მთავარ ინდექსში. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მთავარ ინდექსად მიიჩნევა ეროვნული ბანკის მიერ ასეთად აღიარებული ინდექსი.
ა.ზ) ოქრო (სტანდარტული ზოდი ან მისი ექვივალენტი).
ბ) კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი არაა აღიარებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, შეიძლება ჩაითვალოს ნებადართულ უზრუნველყოფად, თუ:
ბ.ა) ისინი განთავსებულია აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. ამ მუხლის მიზნებისათვის ბირჟა ჩაითვლება აღირებულ ბირჟად, თუ  იგი ფუნქციონირებს რეგულარულად და აქვს ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოცემული ან დამტკიცებული წესები, რომლითაც დგინდება ბირჟის საქმიანობისა და მასთან წვდომის პირობები და ამავდროულად არსებობს ეროვნული ბანკის თანხმობა ბირჟის ასეთად მიჩნევისათვის. წესები ასევე უნდა განსაზღვრავდეს ხელშეკრულების მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ბირჟაზე სავაჭროდ;
ბ.ბ) ინსტრუმენტზე კომერციულ ბანკს აქვს დეპოზიტორების გარდა ყველა სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატესი მოთხოვნის უფლება;
ბ.გ) კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ საკრედიტო შეფასების მქონე სხვა სავალო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ხასიათდებიან ანალოგიური უპირატესი მოთხოვნის უფლებით, აქვთ საკრედიტო შეფასება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და საკრედიტო ხარისხი კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს;
ბ.დ) გამსესხებელი კომერციული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ივარაუდოს, რომ ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობა არ კმაყოფილდება; და
ბ.ე) კომერციულ ბანკს შეუძლია დაუმტკიცოს ეროვნულ ბანკს, რომ ინსტრუმენტის საბაზრო ლიკვიდობა საკმარისია ამ მიზნებისთვის.
გ) წილი კოლექტიურ საინვესტიციო სქემებში შეიძლება მიჩნეულ იქნას ნებადართულ უზრუნველყოფად თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
გ.ა) ფასი საჯაროა და ყოველდღიურად კოტირდება;
გ.ბ) საპაიო საინვესტიციო ფონდები ლიმიტირებულია იმ ინსტრუმენტებში ინვესტირებით, რომელთა აღიარება ნებადართულია ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების მიხედვით.
დ) საპაიო საინვესტიციო ფონდის მიერ წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება ან პოტენციური გამოყენება ინვესტიციების ჰეჯირების მიზნებისთვის არ აბრკოლებს ფონდში არსებული წილების ნებადართულ უზრუნველყოფად გამოყენებას;
ე) ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, როდესაც არსებობს ფასიანი ქაღალდის ორი საკრედიტო შეფასება აღიარებული სშგი–ების მიერ, გამოიყენება უფრო მაღალი რისკის წონა. როდესაც არსებობს ფასიანი ქაღალდის ორზე მეტი საკრედიტო შეფასება, აღიარებული სშგი–ების მიერ, გამოიყენება ორი ყველაზე დაბალი რისკის შეფასება, ხოლო თუ ეს ორი შეფასება ერთმანეთისგან განსხვავებულია, მათ შორის უმაღლესი.

5. სხვა სახის კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა: სხვა კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ფულთან გათანაბრებული სხვა სახის ინსტრუმენტები, რომლებიც განთავსებული არაა ფასეულობათა შენახვის მომსახურების მიღების მიზნით და რომლებიც გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ დატვირთულია გირავნობით, შესაძლებელია აღიარებული იქნას კრედიტის ნებადართულ უზრუნველყოფად