1. ამ დებულების 51–ე– 56–ე მუხლების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ამ დებულების IV თავით გასაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების57-ე, 58–ე და 59–ე მუხლების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როცა კომერციულ ბანკს აქვს სამართლებრივად აღსრულებადი სესხებისა და დეპოზიტების ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებები, მას შეუძლია ამ დებულების 56–ე მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კაპიტალის ადეკვატურობის დათვლისას გამოიყენოს რისკის პოზიციის წმინდა ღირებულება.

3. ფინანსური უზრუნველყოფით საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლისათვის კომერციული ბანკები გამოიყენებენ ამ დებულების 58-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკრედიტო რისკის მიტიგაციის მარტივ მეთოდს. ამ შემთხვევაში მსესხებლის რისკი ნაცვლდება უზრუნველყოფის რისკით რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის პროპორციულად (მინიმუმ 20% რისკის წონით და გამონაკლის შემთვევებში, 0%–ით). ნაწილობრივი უზრუნველყოფა დასაშვებია, ხოლო ვადების შეუთავსებლობა არ დაიშვება.

4. კრედიტის დაუფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ ნაწილს ენიჭება გარანტიის გამცემისგან (გარანტის) რისკის წონა, ხოლო არაუზრუნველყოფილ ნაწილს - პრინციპალის რისკის წონა. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში,(ადგილი აქვს ვალუტის შეუთავსებლობას,) მოხდება რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის შემცირებ