1. ყველა კომერციულმა ბანკმა უნდა დაიწყოს ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაკმაყოფილება არა უგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა და უწყვეტად განაგრძოს მისი დაცვა მოცემული თარიღიდან.

2. კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართონ და თანხმობა  მიიღონ იმისათვის, რომ გამოიყენონ:

ა) 75% რისკის წონა უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნებისათვის;
ბ) 35% რისკის წონა უპირობო და პირობითი მოთხოვნებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით;
გ) სშგი-ს მიერ დადგენილი რეიტინგები;
დ) სტანდრტული მიდგომა საოპერაციო რისკისთვის;
ე) საკრედიტო რისკის მიტიგაცია.

3. ეროვნული ბანკი განიხილავს თანხმობის მიცემის  საკითხს კომერციული ბანკის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც ახსნილი და დასაბუთებული უნდა იყოს  ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის დანერგილი პოლიტიკები და კომერციული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებამდე კომერციულმა ბანკმა იგი უნდა  წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სულ მცირე 2 თვით ადრე.
4. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის თანხმობით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ არ განახორციელონ აქტივების მიკუთვნება ამ დებულების XV თავის 32–ე, 33-ე, 34–ე, 35–ე, 36–ე, მე–37, 38–ე და 43–ე მუხლებსა და 45–ე მუხლის პირველ, მე–2 და მე–6 პუნქტებით განსაზღვრული კლასებისათვის და მიაკუთვნონ ისინი ამ დებულების 45–ე მუხლის მე–8 პუნქტით განსაზღვრულ სხვა აქტივების კატეგორიას.

5. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის თანხმობით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ არ განახორციელონ გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია ამ დებულების 31–ე მუხლის შესაბამისად და ყველა მათგანი მიაკუთვნონ მაღალი რისკის კატეგორიას, რომელსაც რისკის პოზიციის ღირებულების მისაღებად ენიჭება 100% რისკის წონა.

6. კომერციულმა ბანკებმა უნდა გააგრძელონ მინიმალური კაპიტალის პარალელურ რეჟიმში დათვლა და ეროვნულ ბანკში წარდგენა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების  თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მანამ, სანამ ეროვნული ბანკის მითითებით მიეცემათ აღნიშნულის შეწყვეტის უფლება. განახლებული კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით სავალდებულო  ანგარიშგების სამუშაო ვერსიები 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით  წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით ანგარიშგების ფორმები წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

7. კომერციულმა ბანკებმა გარდამავალ ეტაპზე (2014–2017 წლები) უნდა დაიცვან, როგორც მიმდინარე წესით განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები, ასევე, „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების  თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური დონის მოთხოვნა შემდეგი წესის შესაბამისად: მინიმალური დონის გასაანგარიშებლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული პირველადი და მეორადი კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა უნდა გამრავლდეს შესაბამისი წლის მაკორექტირებელ კოეფიციენტზე, რომელიც 2014 წელს უდრის – 100%–ს, 2015 წელს – 95%–ს, 2016 წელს – 90%–ს, 2017 წელს – 80%–ს.

8. 2014 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა ნორმისა თუ კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ  საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება, ხოლო შემდგომ პერიოდებში ამ დებულებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება.

9. ამ დებულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის ჩათვლით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ საზედამხედველო კაპიტალს მიაკუთვნონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ დებულების 30–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუ მოცემული ინსტრუმენტების წინასწარი დაფარვა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობითა და აღნიშნული მკაფიოდ განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.

10. კომერციულმა ბანკებმა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილი  შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების მიმდინარე პროცესის შედეგები  არა უგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა.

11. ამ დებულების მოთხოვნების დაცვის ვადების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით.

დანართი N1

ცხრილი 1

ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

0%

20%

50%

100%

100%

150%

ცხრილი 2

რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

100%

100%

150%

ცხრილი 3

კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

50%

100%

100%

150%

კომერციული ბანკების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

20%

20%

50%

50%

150%

ცხრილი 4

კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

100%

150%

150%

ცხრილი 5

კორპორატიული კლიენტების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის მქონე რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

150%

150%

150%

ცხრილი 6

საპაიო საინვესტიციო ფონდების (კოლექტიური საინვესტიციო სქემების) სახით რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

100%

150%

150%

ცხრილი 7

ვადა ხელშეკრულების მიხედვთ

ხელშეკრულებები საპროცენტო განაკვეთზე

ხელშეკრულებები სავალუტო კურსზე

1 წელზე ნაკლები

0.5%

2.0%

1-დან 2 წლამდე

1.0%

5.0%

ყოველ დამატებით წელზე

+1.0%

+3.0%

ცხრილი 8

საპროცენტო და მასთან დაკავშირებული შემოსავლები

საპროცენტო და მასთან დაკავშირებული ხარჯები

აქციებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა ცვალებადი და ფიქსირებული განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები

საკომისიო შემოსავლები

საკომისიო ხარჯები

წმინდა მოგება ან წმინდა ზარალი ფინანსური ოპერაციებიდან

სხვა საოპერაციო შემოსავალი

ცხრილი 9

ბიზნეს ხაზი

საქმიანობის აღწერა

კაპიტალის მოთხოვნის კოეფიციენტი

კორპორატიული ფინანსები

ფინანსური ინსტრუმენტების ანდერრაიტინგი ან/და ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება საწარმოს სახელით;

ანდერრაიტინგთან დაკავშირებული მომსახურება;

საინვესტიციო რჩევები;

ბიზნესისთვის რჩევების მიცემა კაპიტალის სტრუქტურასთან, ინდუსტრიულ სტრატეგიასა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ბიზნესის შესყიდვასა და შერწყმასთან დაკავშირებით რჩევები და მომსახურება;

საინვესტიციო კვლევები, ფინანსური ანალიზი და სხვა სახის ზოგადი რეკომენდაციების გაწევა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე;

18%

ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა და გაყიდვები

გარიგებები კომერციული ბანკის პირად ანგარიშზე;

საბროკერო მომსახურება ფულად ბაზრებზე;

ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული დავალების მიღება და გადაცემა;

კლიენტების სახელით დავალების შესრულება;

ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება სხვისი სახელით (რაც არ წარმოშობს საწარმოს ვალდებულებას);

მრავალმხირივი სავაჭრო ინსტრუმენტებით ოპერაციები.

18%

საცალო საბანკო საქმიანობა

დეპოზიტებისა და სხვა საცალო ვალდებულებების მოზიდვა;

ბარათებით, მერჩანტული მომსახურება;

სესხის გაცემა;

ფინანსური ლიზინგი;

გარანტიები და სხვა ვალდებულებები.

12%

კომერციული საბანკო საქმიანობა

დეპოზიტებისა და სხვა ვალდებულებების მოზიდვა;

სესხის გაცემა;

ფინანსური ლიზინგი;

გარანტიები და სხვა  ვალდებულებები.

15%

გადახდები და ანგარიშსწორება

ფულის გადარიცხვის  მომსახურება;

საგადახდო საშუალებების გამოშვება და ადმინისტრირება.

18%

სააგენტო (კლიენტის დავალებით) მომსახურება

კლიენტების სახელით  ფინანსური ინსტრუმენტების შენახვა და მართვა, ნაღდი ფულის/გირაოს მართვა და სხვა შემნახველი მომსახურება.

15%

აქტივების მართვა

პორტფელის მართვა;

აქტივების მართვის სხვა ფორმები.

12%

საცალო საბროკერო მომსახურება

ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით დავალების მიღება და გადაცემა;

კლიენტების დავალების შესრულება;

ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება სხვისი სახელით (რაც არ წარმოშობს საწარმოს ვალდებულებას).

12