1. მეორად კაპიტალად კლასიფიცირებისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის გამოშვებული და განაღდებული;
ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორებისა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ;
გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს კომერციული ბანკის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში;
დ) დაფარვის ვადა:
დ.ა) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს მინიმუმ ხუთი წელი;
დ.ბ) დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში მისი აღიარება საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად;
დ.გ) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია.
ე) შეიძლება გამოთხოვილ იქნას გამომშვების მიერ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ:
ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან;
ე.ბ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი;
ე.გ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის შემოსავლის მასშტაბებს ან კომერციულ ბანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში კომერციული ბანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს;
ე.დ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (კუპონი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვადაციის შემთხვევების გარდა;
ე.ე) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;
ე.ვ) კომერციულ ბანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც კომერციულ ბანკს აქვს კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კომერციულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია.
2. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ზემოთმოცემული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ–ცალკე.
თავი XIV
გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაც