1. ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის მრავალმხრივი განვითარების ბანკებად ითვლება ინტერამერიკული საინვესტიციო კორპორაცია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი და ცენტრალური ამერიკის ბანკი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; ინტერამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აფრიკის განვითარების ბანკი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; კარიბის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;ევროპის საინვესტიციო ბანკი;ევროპის საინვესტიციო ფონდი;მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ისლამური განვითარების ბანკი.
2. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ, ამ დებულების 37-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემდეგი მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით:
ა) საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;
ბ) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია;
გ) ინტერამერიკული განვითარების ბანკი;
დ) აზიის განვითარების ბანკი;
ე) აფრიკის განვითარების ბანკი;
ვ) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი;
ზ) ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი;
თ) კარიბის განვითარების ბანკი;
ი) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;
კ) ევროპის საინვესტიციო ბანკი;
ლ) ევროპის საინვესტიციო ფონდი;
მ) მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო;
ნ) იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი;
ო) ისლამური განვითარების ბანკი.
4. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონ