1. რისკის  პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება,  უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების N1 დანართის მე–4 ცხრილის მიხედვით სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

2. იმ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ნომინირებული სშგი–ების საკრედიტო შეფასებები ხელმისაწვდომი არაა, უნდა მიენიჭოთ 100% რისკის წონასა და ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი.

3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კორპორატიული კლიენტების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა გარე შეფასებების მხედველობაში მიღების გარეშ