1. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ამ დებულების N1 დანართის მე–2 ცხრილის შესაბამისად სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. რეიტინგის არმქონე რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების  მიმართ რისკის პოზიციები  უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.

2. რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ თუ ასეთი რისკის პოზიციების რისკებს შორის არ არსებობს განსხვავება პირველი მათგანის (რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების) მიერ შემოსავლების მიღების სპეციფიური  შესაძლებლობიდან გამომდინარე და ისეთი ინსტიტუციონალური გარიგებების არსებობიდან გამომდინარე, რაც ამცირებს დეფოლტის რისკს. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ.

3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონ