1. რისკის პოზიციებს კომერციული ბანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების N1 დანართის მე–3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
2. რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 50% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელ რისკის წონაზე ნაკლები, რომელშიც დაფუძნებულია მოცემული ბანკი.
3. მოკლევადიან რისკის პოზიციებს კომერციული ბანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების N1 დანართის მე–3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
4. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციები რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 20% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებულ რისკის წონაზე ნაკლები, რომელშიც დაფუძნებულია მოცემული ბანკი.
5. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ შეიწონება 20% რისკის წონით.
6. როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება სამ თვეს, რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციად ამ მუხლის მიზნებისათვის.
7. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კომერციული ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონ