1. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებისმიერი რისკის პოზიციის მთლიან თანხას უზრუნველყოფილი ნაწილის (V თავის შესაბამისად) გამოკლებით, რომელიც  ვადაგადაცილებულია  90–ზე მეტი დღით, უნდა მიენიჭოს შემდეგი რისკის წონები:

ა) 150%, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) არის მთლიანი რისკის პოზიციის (სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები;
ბ) 100%, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) არის მთლიანი რისკის პოზიციის (სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) არანაკლებ 20% .

2. ვადაგადაცილებული სესხების უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისთვის გამოიყენება საკრედიტო რისკის მიტიგაციისათვის ნებადართული უზრუნველყოფა და გარანტიები.

3. უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც მიეკუთვნება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კლასს ამ დებულების მე-40 მუხლის მიხედვით, 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა შეიწონოს 100%-ით. ამასთან, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) მთლიანი რისკის პოზიციის 20% – ზე ნაკლები არ არის, რისკის პოზიცია შეიწონება 50% რისკის წონი