1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 30%-ით, თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდე