1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი, მთავრობის დადგენილების მე-15 მუხლით და ამ წესის ამ მუხლით დადგენილი დამატებითი წესების შესაბამისად.
2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას - ახალგორის მუნიციპალიტეტის გაზეთში ,,ახალგორი“ და ვებ-გვერდებზე www.eauction.ge, www.akhalgori.org.ge
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო); საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (აუქციონატორის მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაცია