1. ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას ახორციელებს აუქციონატორი.

2. აუქციონატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

3. აუქციონის დასაწყისად ითვლება აუქციონატორის მიერ აუქციონის დაწყების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოცხადების მომენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონატორის დასახელებას;

ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;

დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;

ვ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);

ზ) ბიჯის ოდენობას;

თ) მომსახურების საფასურის ოდენობას;

ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას;

კ) საპრივატიზებო ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას;

ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი სამართლებრივად ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, რეგისტრაციის გავლის, ელექტრონული განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.

6. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ)აქციების ან წილის საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში;

ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ვ) ყველას ხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი სამართლებრივად ჩათვლის მიზანშეწონილად.

7. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს ერედვის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონება