1. თუ პირობების გარეშე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, დადგენილ ვადებში უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არ გადაიხდის ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე, შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადაც.

3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ერედვის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით,რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს აუქციონატორს.

5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.

6. იმ შემთხვევაში თუ კი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.

7. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.

8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონისა, აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:

ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველდარღვევაზე -ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.

9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (გარდა გრაფიკით განვადების) განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა აუქციონატორის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად, ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებ