1. თუ პირობების გარეშე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, დადგენილვადებში უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე,არგადაიხდის ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, მასარგადაეცემასაკუთრებისუფლებაქონებაზე,შეტანილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისასდაიცვასოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონისპირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგიპ ასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასადადაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილიქონებისგასხვისებისშემთხვევაში, ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავეპ ირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს აუქციონატორს.
5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.
6. იმ შემთხვევაში თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.
7. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონისა, აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისშ ემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველდარღვევაზე - ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.
9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (გარდა გრაფიკით განვადების) განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა აუქციონატორის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად, ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებ