1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამებამის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა).
5. საჯარო აუქციონზევაჭრობის დასაწყისად ითვლება ლოტზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს,დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონის მონაწილე, რომელსაცსურსსაწყისიფასიდანდაიწყოსვაჭრობა, სწევსთავის სპეციალურ დაფას (რაცნიშნავსსაწყისფასზებიჯისდამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონებაითვლება
გასხვისებულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერსაუქციონშიგამარჯვებულიდა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი. ოქმში ასევე აისახება აუქციონის მიმდინარეობა, მონაწილეთა რაოდენობა, დაფიქსირებული ბიჯები და საბოლოო შედეგი.
8. თუ საჯარო აუქციონშიგამარჯვებულიპირიუარსგანაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე,მასჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არდაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონიარშედგებაიმმიზეზით, რომაუქციონშიმონაწილეები, რომლებიცესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არ შემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონში მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არდაუბრუნდებათ.
10. სააუქციო ნოკომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. მოხსენებით ბარათს ხელსაწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურიაუქციონატორის მიერ სრულად ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშ