1.ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - ოქმი) საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).

2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონშიგამარჯვებულიპირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულიდღისვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს  და მომსახურების საფასურს, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულვ ადაში, იხდის  შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, ხოლო  განვადებით სარგებლობის შემთხვევაში განვადების საფასურსაც. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს.

3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიაარუბრუნდება.

4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირზე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. ელექტრონულ აუქციონშიგამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

6. თუ გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული   ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს.

7. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონებისმოვლა-პატრონობასადადაცვაზე.

8. პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონებისპრივატიზებისასაუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის დათქმულ დროში სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ - საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისშემდეგ. თუგამარჯვებულიპირიდათქმულვადაშიარგადაიხდის შეძენილი ქონებისსრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს  ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და  ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულადგადახდის, საკუთრებისდამადასტურებელიმოწმობისგაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ - საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისშემდეგ.  ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში --შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა დასაკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

10. თუ სააუქციონო ლოტი შედგება რამდენიმე ქონებისგან, იმ ქონებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არექვემდებარება შემდგომ რეგისტრაციას, გაიცემა ერთი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

11.შემდგომ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გაიცემა ცალკე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

12.აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია აუქციონატორის ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

13. ელექტრონული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით.  ელექტრონულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.

14. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს აუქციონატორი.

15. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის  წარდგინები