1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - ოქმი) საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში -ხელშეკრულება).
2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში განვადების საფასურსაც. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება.
4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირზე ბე/უპირობო ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
6. თუ გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს.
7. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
8. პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის დათქმულ დროში სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილიბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
10. თუ სააუქციონო ლოტი შედგება რამდენიმე ქონებისგან, იმ ქონებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება შემდგომ საჯარო რეგისტრაციას, გაიცემა ერთი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
11. შემდგომ საჯარო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გაიცემა ცალკე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
12. აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია აუქციონატორის ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
13. ელექტრონული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.
14. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მესაკუთრე.
15. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინები