1. შესაბამისი პირობების არსებობისას საბანკო გარანტიის მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს.

2. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას, არაუგვიანეს შედეგების გაუქმებიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური.

3. თუ აუქციონში მონაწილეს, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, იგი იხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს. სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

4. ბეს გადახდის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული საპრივატიზებო საფასურისა და ბეს სხვაობას.

5. აუქციონში გამარჯვებული, საბოლოო თანხას იხდის საბანკო დაწესებულებაში აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან აუქციონატორის ვებგვერდის საშუალებით.

6. აუქციონატორის ვებგვერდზე აუქციონში მონაწილისათვის ხელმისაწვდომია:

ა) ბეს გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის შესახებ, ინფორმაციას აუქციონის და ლოტის ნომრის შესახებ, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.

ბ) ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, განვადების საფასურის გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხაზე, გადამხდელზე, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.

7. მომხმარებელი ბეჭდავს გადახდის დოკუმენტს და აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხა