1. აუქციონატორი უფლებამოსილია:
ა) საპრივატიზებო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის ცვლილებების შემთხვევაში, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, ცვლილებების შესაბამისად შეცვალოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და მისი პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს აუქციონთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
ე) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით.
2. აუქციონატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს აუქციონატორისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა.
3. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე,უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
4. აუქციონატორი ვალდებულია, შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების მოწმობა შეძენილ ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა ვალდებულებების შესრულების პირობით).
5. აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია:
ა) შეარჩიოს ლოტი და შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუქციონატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცი