აუქციონატორი უფლებამოსილია:
ა) საპრივატიზებო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის ცვლილებების შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ცვლილებების შესაბამისად შეცვალოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და მისი პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს აუქციონთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
ე) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით.
2. აუქციონატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს აუქციონატორისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა.
3. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
4. აუქციონატორი ვალდებულია, შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ,გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების მოწმობა შეძენილ ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა ვალდებულებების შესრულების პირობით).
5. აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია:
ა) შეარჩიოს ლოტი და შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუქციონატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
მუხლი10. ანგარიშსწორება
1. შესაბამისი პირობების არსებობისას საბანკო გარანტიის გარანტისაგან მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს.
2. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას, არაუგვიანეს შედეგების გაუქმებიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური.
3. თუ აუქციონში მონაწილეს, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, იგი იხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს. სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
4. ბეს გადახდის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული საპრივატიზებო საფასურისა და ბეს სხვაობას.
5. აუქციონში გამარჯვებული, საბოლოო თანხას იხდის საბანკო დაწესებულებაში აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან აუქციონატორის ვებგვერდის საშუალებით.
6. აუქციონატორის ვებგვერდზე აუქციონში მონაწილისათვის ხელმისაწვდომია:
ა) ბეს გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის შესახებ, ინფორმაციას აუქციონის და ლოტის ნომრის შესახებ, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.
ბ) ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, განვადების საფასურის გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხაზე, გადამხდელზე, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.
7. მომხმარებელი ბეჭდავს გადახდის დოკუმენტს და აღნიშნული დოკუემნტის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხა