1. აუქციონში მონაწილეობის მსურველი გადის რეგისტრაციას აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge), სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება მათ.
2. აუქციონატორს არეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმების ვალდებულება. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველს.
3. აუქციონატორის ვებგვერდზე დარეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველი სისტემაში შედის „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ შესაბამის გრაფაში - „სისტემაში შესვლა“ შეყვანის გზით.
4. ვებგვერდზე რეგისტრირებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს აუქიონატორის ვებგვერდზე აქვს საკუთარი ანგარიში, სადაც შეუძლია ნახოს მის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში, შეიტანოს მასში გარკვეული ცვლილებები.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს შესაძლებლობა ეძლევა მიმდინარე აუქციონებზე გამოცხადებული ლოტებიდან შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე ლოტი. შერჩეული ლოტების ჩამონათვალი აისახება მის პირად ანგარიშზე.
6. შერჩეულ ლოტზე/ლოტებზე ბეს გადახდის ან საბანკო გარანტიის წარმოდგენის და აუქციონატორის მიერ განაცხადის მიღების (დადასტურების) შემდეგ, მომხმარებელს ენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი, ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ლოტზე/ლოტებზე გამართულ ელექტრონულ ვაჭრობაში და მასზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.
7. ლოტის შერჩევა და განაცხადის წარმოდგენა (აუქციონში მონაწილეობის სურვილის დადასტურება) არ წარმოშობს ვებგვერდზე რეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველისთვის აუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას, თუკი არ იქნება გადახდილი შესაბამისი ბეს თანხა ან/და არ იქნება წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
8. ბეს თანხის არასწორად და არასრულად გადახდის ან არასრულ თანხაზე წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს არ წარმოეშვება აუქციონში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში, არასრულად გადახდილი ბეს თანხა ან საბანკო გარანტია უკან ბრუნდება.
9. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. აუქციონში მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობ