1. საჯარო აუქციონისორგანიზებასახორციელებს აუქციონატორი.

2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონატორის დასახელებას;

ბ) საჯარო აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტისმიერ განკარგული  ქონებისსრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; ბიჯისსიდიდესდა საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;

ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვაინფორმაციას.

5. აქციების ან წილებისპრივატიზებისშემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.

6. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების შესახებ აუქციონატორის ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.

8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის წევრის - აუქციონატორის ფუნქციას ახორციელებს კომისიის შემადგენლობაში აუქციონატორად  განსაზღვრული ფიზიკური პირ