1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას თავის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
5. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.
6. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები, და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმ