1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.

2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:

ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმები