1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტგვერდზე. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საშუალებებშიც.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს , რომლის ოდენობაც შეადგენს ქონების საწყისი საფასურის 30 %-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 21.09.2011
მუხლი 21. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ორგანიზება
თავი III — მარტვილის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 30 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ქონების სარგებლობაში გაცემის საერთო პირობები
- მუხლი 16. ქონების უზუფრუქტის უფლებით გაცემა
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გაცემა
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქონების თხოვება
- მუხლი 22. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 23. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 24. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ორგანიზება
- მუხლი 25. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 26. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №9, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322032/muxli-21/